ტყიბულში მოქმედ კომპანია „საქნახშირში“ სადაც 1210 ადამიანია დასაქმებული რეორგანიზაცია მიმდინარეობდა, რომელიც ახლახანს დასრულდა. აღნიშნულის შესახებ კომპანია განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ –
„გაცნობებთ, რომ საქნახშირში რეორგანიზაციის პროცესი წარმატებით დასრულდა, კომპანიამ გადამზადების პროგრამა და შესაბამისი კონტრაქტი შესთავაზა 38 ადამიანს, ვისი კადრიც რეორგანიზაციის შედეგად შემცირდა ჯამში 38 დასაქმებული. მათგან შვიდმა აღნიშნულ შეთავაზებაზე საკუთარი ნებით თქვა უარი, მათთან 2 თვიანი კომპენსაციის გადახდის შეთანხმება შედგება. დანარჩენ 31 თანამშრომელთან შეთანხმება უკვე გაფორმდა. 15 იანვარს გადამზადების პროგრამა დაიწყება, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა შეიმუშავეს. შეგახსენებთ, რომ პირველ ეტაპზე ახალი შახტის მშენებლობისთვის საჭირო იქნება 180 სპეციალისტის დასაქმება. აღნიშნულ პროგრამაში ჩართვა შეუძლია ყველა მსურველს. განსაკუთრებული პრიორიტეტი მიენიჭებათ ტყიბულის მაცხოვრებლებს და შესაბამისი გამოცდილების მქონე პირებს. კადრების გადამზადების პროგრამას საქნახშირი სრულად დააფინანსებს. გრაფიკთან და პროფესიებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია 10 იანვრის შემდეგ გამოქვეყნდება. საქნახშირი მადლობას უხდის თითოეულ თანამშრომელს ერთგული სამსახურისთვის და ძალ-ღონეს არ დაიშურებს დასაქმებულების კეთილდღეობისა და პროფესიული წინსვლისთვის. ტყიბული არის და იქნება წარმატებისა და აღმშენებლობის მაგალითი!“ აცხადებენ კომპანიაში.