ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი გადასახადის გადამხდელებს ტყიბულის იუსტიციის სახლში ემსახურება.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით – დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად განახორციელონ და მიიღონ იგივე მომსახურება, რაც მოქალაქეთა სერვისცენტრებშია შესაძლებელი. კერძოდ: კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის სარგებლობის მიზნით, ავტორიზაციის შემდგომ განცხადებების მიღება და რეაგირება, მიკრო/მცირე ბიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება/გაუქმება. ასევე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭება/შეჩერება/შეწყვეტის განცხადებების მიღება. ამასთან, შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა დანიშნულების ცნობის გაცემა და ა.შ.
მისამართი: ტყიბული, თაბუკაშვილის ქ.#2-ის მიმდებარედ.