ძიუდოში ოლიმპიური ვიცე ჩემპიონი ილია სულამანიძე მშობლიური ქალაქის, ტყიბულის სპორტული ცენტრის ძიუდოს ჯგუფის ახალ თაობას
და მისი ბავშვობის ერთ-ერთ აღმზრდელ მწვრთნელს გიგა სოფრომაძეს, ბაკურიანში სამწვრთნელო შეკრებისას მეგობრებთან – ლაშა ბექაურთან, გიორგი სარდანაშვილთან და გიორგი ჯაბნიაშვლთან ერთად შეხვდა.
ტიტულოვანმა სპორტსმენებმა ტყიბულელ ახალგაზრდებს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
გიგა სოფრომაძე, ტყიბულის ძიუდოს ჯგუფის მწვრთნელი – ემოციური და ამაღელვბელი იყო ჩვენს ჯგუფში აღზრდილთან, ახლა უკვე ცნობილ სპორტსმენთან ილია სულამანიძესთან და სხვა ტიტულოვან სპორტსმენებთან ჩვენი შეხვედრა. მათი სტუმრობით ძალიან გახარებულია ჩვენი სპორტსმენები, ახალგაზრდებმა მიიღეს მათგან დაპირება რომ მომავალში მათთან ერთად გაივლიან სამწვრთნელო ვარჯიშს, რაც ჩვენთვის დიდი სტიმული იქნება. მადლობა ილიას და მის მეგობრებს სასახელო სპორტსმენებს, ჩვენი ახალი თაობის ძიუდოისტების გახარებისთვის.
ილია სულამანიძე, ოლიმპიური ვიცე ჩემპიონი – მე და ჩემი მეგობრები ყოველთვის მზად ვართ გავახაროთ პატარა სპორტსმენების და განსაკუთრებით პატარა ტყიბულელი ძიუდოისტების გულები. ეჭვი არ მეპარება რომ ამ ბიჭებთან ერთად მალე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ვივარჯიშებ. წარმატება მინდა ვუსურვო გიგა მასწავლებელს ამ ბიჭებთან ერთად უდიდესი მწვერვალების დაპყრობაში და ყოველთვის მზად ვარ ჩემი ფიზიკური თუ გონებრივი რესურსი მათ წარმატებას მოვახმარო.
აღსანიშნავია რომ ილია სულამანიძე 5 წლის ასაკიდან ტყიბულში ძიუდოს ჯგუფში ძმასთან შალვა სულმანიძესთან ერთად წლების მანძილზე გადიოდა სამწვრთნელო მომზადებას. ძმები სულამანიძეები ტყიბულის ძიუდოს ჯგუფის აღზრდილთა შორის საამაყო სპორტსმენები არიან.