წელს ტყიბულის მუნიციპალიტეტში რეგიონალური განვითარების ფონდიდან ინფრასტრუქტურული პროექტების ხელშეწყობის მიზნით 3244 200 ლარია გამოყოფილი და ამ თანხის დიდი ნაწილი ასფალტისა და ბეტონისსაფარიანი გზების კეთილმოყობას ხმარდება.ასფალტისაფარიანი გზების კეთილმოწყობა გელათის ქუჩაზე კომპანია “არქმშენმა” განახორციელა და მიმდინარე სამუშაოები ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თემურ ჩუბინიძემ დააათვალიერა.
გელათის ქუჩაზე ასევე გაკეთდა ბორდიურები და იგეგმება ტროტუარების მოწესრიგებაც. კომპანიამ ამავე ქუჩაზე მდებარე ორივე ხიდი ასფალტისაფარით კეთილმოეწყო, რაც პროექტით არ იყო გათვალისწინებული.
ბეტონისსაფარი ქალაქის 15 ქუჩაზე იგება. უკვე დასრულდა სასაფლაომდე მისასვლე გზა, დაწყებულია სამუშაოები სოჩხეთის მიმართულებით.
ბეტონისსაფარი ასევე იგება ჯვარისა-ოჯოლის გზებზე და ტყიბული-მუხურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე. აღნიშნულ სამუშაოებს კი შპს “ტობე” და შპს “მჯმ” ახორციელებენ.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარე წელს უპრეცენდენტოდ მასშტაბურია და მთლიანობაში 13 კმ-ზე მეტი გზის დაგებას მოიცავს. აღნიშნული პროექტების განხორციელების ვადა კი დეკემბერში იწურება.
ელისო ჭანტურიძე