ტყიბულის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული მერი დავით კუბლაშვილი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფრომაცით დავით კუბლაშვილი მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა წარუდგინა და მას ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა.

დავით კუბლაშვილმა ტყიბულელებს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ,,ჩემი საქმიანობის უმთავრესი პრიორიტეტი იქნება მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა, მათი მოლოდინებისა და იმედების გამართლება. ჩვენი მიზანია, ერთობლივი ძალისხმევით ხელი შევუწყოთ ტყიბულის განვითარებას და უკეთესი მომავლის შექმნას“, – განაცხადა დავით კუბლაშვილმა.