დღეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. რომელსაც საკრებულოს შემადგენლობის ყველა წევრი ესწრებოდა.
საკრებულოს ახალმა შემადგენლობამ ხმათა უმრავლესობით ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ იზოლდა ნემსაძე აირჩია.
ამავე სხდომაზე მოხდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა-პირველი მოადგილე გია ჯინჯიხაძე, მოადგილეები ირაკლი აბესაძე და თამაზი ფართლაძე. ასევე სხდომაზე განხილული იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხები.
სხდომას ასევე ესწრებოდა მუნიციპალიტეტის ახლად არჩეული მერი დავით კუბლაშვილი და ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები.

იზოლდა ნემსაძე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – მადლიერი ვარ, იმ ნდობისა და მხარდაჭერისთვის, რომლის საფუძველზეც დღეს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობის შესრულება დამეკისრა.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიცია არ არის მხოლოდ პატივი, არამედ დიდი ვალდებულება —ემსახურო საზოგადოების ინტერესებს,იმუშაო გამჭვირვალედ,სამართლიანად და თანამშრომლობით.
დიდი მადლობა სახელისუფლებო გუნდს, უპირობო ნდობის გამოცხადებისათვის! დიდი მადლობა საკრებულოს შემადგენლობასა და მუნიციპალიტეტის მერს, დავით კუბლაშვილს, ჩემი კანდიდატურის სრული მხარდაჭერისათვის!
დიდი მადლობა ჩემს ოჯახს, გვერდში დგომისათვის!
მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებასა და იმ მიზნების მიღწევას, რასაც მოქალაქეები ჩვენგან ელიან.უფალს ვთხოვ, ღირსეულად ვატარო თქვენგან მონიჭებული მანდატი.

