ტყიბულის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლემ სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით საზეიმო კონცერტი ჩაატარა, რომელიც სასახლის ამფითეატრში ღია ცის ქვეშ გაიმართა.
ზეიმზე გასაკუთრებულ სტუმრებად ქალაქის საჯარო სკოლების პირველკლასელები იყვნენ მიწვეულნი. ამ დღეს ჭეშმარიტად კარგ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი, ტყიბულის ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მოძღვარმა მამა დავითმა პირველკლასელები დალოცა და საჯაროდ მოსწავლეებად აკურთხა. რის შემდეგაც მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ძალებით ლამაზი სანახაობა მოეწყო.
ნათია მურუსიძე