საზოგადოება · რელიგია

ქართველი მომლოცველები სტუმრად იერუსალიმის საპატრიარქოში

46
ქართველი მომლოცველები სტუმრად იერუსალიმის საპატრიარქოში

ისრაელში,წმინდა მიწაზე,საშობაო მოგზაურობისას ქართველი მომლოცველები,
იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის უნეტარეს პატრიარქ თეოფილე III შეხვდნენ.

შეხვედრა იერუსალიმის საპატრიარქოში უცხოელ მომლოცველებთან ერთად მიმდინარე წლის 5 იანვარს გაიმართა.

პატრიარქმა მიულოცა მომლოცველებს ქრისტეშობის დღესასწაული და იერუსალიმის ადგილობრივი ეკლესიის ისტორია გააცნო,ისაუბრა მართლმადიდებლობისა და ზოგადად,რწმენის შესახებ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ თეოფილე III სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,მცხეთა თბილისის მთვარეპისკოპოსი,ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი,უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე პატივისცემით მოიკითხა და იუბილე მიულოცა.

თეგები: რელიგია
გაზიარება: Facebook