13 ოქტომბერს ტყიბულის “მეშახტემ” მორიგი თამაში გამართა. მან საკუთარ მოედანზე თბილისის “დინამო 2”-ს უმასპინძლა და მეტოქესთან მინიმალური სხვაობით ორით ერთი დამარცხდა.
თუმცა პირველი ტაიმი “მეშახტის” ფეხბურთელთა უპირატესობით დაიწყო, რაც მასპინძელთა მიერ გახსნილი ანგარიშით აისახა.
შემდეგი ტაიმი საკმაოდ საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა. “დინამო 2”-ის ფეხბურთელებმა კარში ორი საპასუხო გოლის გატანა შეძლეს და თამაში საბოლოო ანგარიშით ორით ერთი დასრულდა.
“მეშახტისა” და “დინამო 2”-ის შეხვედრას ამ დღეს გულშემატკივართა შორის ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ცნობილაძე დაესწრო. როგორც მეშახტის მთავარმა მწვრთნელმა დავით რუხაძემ განაცხადა, ისინი ამჟამად პირველი ლიგის თამაშებზე 13 ქულით მეოთხე ადგილს ინარჩუნებენ.
“მეშახტეს” მორიგი გასვლითი თამაში ქობულეთში აქვს, სადაც ისინი უმაღლესი ლიგის საგზურის მოსაპოვებლად მებრძოლ გუნდს შეხვდებიან.
თეონა ჯანელიძე