ტყიბულის სამხატვრო სკოლის ინიციატივით ცუცხვათის საჯარო სკოლაში ამავე სოფლის მკვიდრნის, ძმების გიორგი და საბა კუპრაშვილების ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

წარმოდგენილი ნამუშევრები ძირითადათ ტილოზე, ზეთით, აკვარელითა და ფანქრით იყო შესრულებული.
ორივე მხატვარი ცუცხვათის საჯარო სკოლის მოსწავლეა. ისინი 4 წლის მანძილზე კვირაში ერთხელ ტყიბულის სამხატვრო სკოლაში დადიოდნენ და გამოფენაზე სწორედ ამ წლების მანძილზე დამოუკიდებლად შესრულებული ნამუშევრები წაროადგინეს.

 

გამოფენილი ნახატები ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელიმა თემურ ჩუბინიძემ დაათვალიერა. ნამუშევრები ასევე შეაფასეს საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებმა, ცუცხვათის საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა.
საბა კუპრაშვილი რამდენად კარგად ხატავს იმდენად კარგად სწავლობს და მას წარჩინებული სწავლისთვის განათლების სამინისტროს პროგრამის “ჩემი პირველი კომპიუტერი”-ს ფარგლებში პერსონალური კომპიუტერი გადაეცა.
ნორჩი მხატვრები სამხატვრო სკოლის ხელმძღვანელმა განსაკუთრებული მხატვრული ხედვისა და გამოვლენილი ნიჭისათვის სიგელებით დააჯილდოვა.

ელისო ჭანტურიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *