წელს ტყიბულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების კურსდამთავრებულებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დადებითი შედეგები აჩვენეს და შედეგად ტყიბულს საკმაოდ ბევრი გრანტირებული სტუდენტი ჰყავს.
საქართველოს აკრედიტირებულ უმაღლეს დაწესებულებებში ჩვენი მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებიდან სახელმწიფო დაფინანსებით სულ 34 სტუდენტი ჩაირიცხა, აქედან თხუთმეტმა 50%-ნი ხოლო ათმა 70-%-ნი დაფინანსება მიიღო, ცხრა სტუდენტმა კი 100%-ნი სახელმწიფო სასწავლო გრანტი მოიპოვა.
უმაღლეს სასწავლებელში 100%-ნი სასწავლო გრანრტით ჩაირიცხა #1 საჯარო სკოლიდან გიორგი ქარქაშაძე, #-2-ე საჯარო სკოლიდან სალომე ცირეკიძე, #4-ე საჯარო სკოლიდან ქეთევან უგრეხელიძე, #6-ე საჯარო სკოლიდან ლუკა გაბრიჭიძე და ამზა ჩარქაზია, სრული დაფინანსება ასევე მოიპოვეს კურსების საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა მარიამ ლომთაძემ, სოჩხეთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ბერდია დარსაძემ, გელათიდან საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ლევან იდაძემ და ხრესილის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა მარიამ ობოლაძემ, რომელსაც სწავლის საფასურს 50%-ს სახელმწიფო უფინანსებს და 50-ს სასწავლებელი. მათ შორის ისეთებიც იყვნენ ვინც სკოლა სხვა ქალაქში დაამთავრა თუმცა მათ განათლებას საფუძველი ჩვენს რაიონში ჩაეყარა. მათთაგან ერთ-ერთი შოთა ბუაძეა, რომელმაც ათი წელი #6-ე საჯარო სკოლაში ისწავლა.
ელისო ჭანტურიძე
http://www.youtube.com/watch?v=th-fdKL69Gg