დღეს დილით ტყიბულის მინიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც საკრებულომ გამგეობის სტრუქტურული ერთეულების დებულებები დაამტკიცა.

სხდომას პირველ ოფიციალურ სამუშაო დღეს ტყიბულის მუნიციპლიტეტის ახალი გამგებელი რობიზონ გვენეტაძე დაესწრო. გამგებელმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე საკრებულს წევრებთან მომავალ გეგმებზე ისაუბრა და მათთან ღია და კონსტრუქციული თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

დეპუტატებმა დღის წესრიგის მიხედვით 12 საკითხი განიხილეს და დამტკიცეს. მათ შორის ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება.

საკრებულომ ასევე მიიღო შემდეგი სამსახურების დებულებები: გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის, ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის, ზედამხედველობის და არქიტექტურის სამსახურის, ჯანდაცვის და სოციალური სამსახურის, გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის, გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის, სამხედრო აღრიცხვების და გაწვევის სამსახურის დებულებები.

დაამტკიცებული ასევე იქნა გამგეობის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები. მათ შორის საკრებულოს კომისიების პერსონალური შემადგენლობა.

საკრებულოს სხდომას 20 დეპუტატი ესწრებოდა, რომლებმაც წარმოდგენილ საკითხებს მხარი ეთსულოვნად დაუჭირეს.

ელისო ჭანტურიძე

 

http://www.youtube.com/watch?v=Yj1aarUvIEE

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *