საპრეზიდენტო კანდიდატი ნინო ბურჯანაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში აგრძელებს შეხვედრებს რეგიონის მოსახლეობასთან. 19 სექტემბერს “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ტყიბულის ამომრჩეველს შეხვდა.
იგი ამ დღეს ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებით დაინტერესდა და მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში მათ სამართლიანობის აღდგენას დაჰპირდა. შეხვედრაზე ნინო ბურჯანაძის მხარდამჭერთა შორის იმყოფებოდნენ ირაკლი ბათიაშვილი და გია ბურჯანაძე.
თეონა ჯანელიძე