ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი მრავალი დღესასწაულია მიძღვნილი, მათ შორის 28 აგვისტო, ღვთისმშობლის მიძინება, მარიამობა გამოირჩევა.
ღვთისმშობლის აღსასრულს ეკლესია მიძინებას უწოდებს, რადგან მან სულ ცოტა ხნით მიიძინა და როგორც ძილისაგან _ აღსდგა.
ღვთისმშობელმა ბუნების კანონებს სძლია. მიწისაგან შექმნილი სხეულის კვლავ მიწად მიქცევა – ამგვარი სიკვდილი მის გვამს არ შეხებია.
მან მიიძინა, რათა ნეტარი მარადიული სიცოცხლისათვის გამოეღვიძა. თავად იესო ქრიატემ მიიღო მისი სული, ცოტა ხანში კი უფალმა იგი ხორციელედაც გაიყვანა ამ ქვეყნიდან.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლელს არც მიძინების შემდეგ მიუტოვებია ქვეყნიერება და დაპირებისამებრ მეოხია ყველასი, ვინც მას მიმართავს, ბევრ მწუხარესა და ჭირვეულს მან გულმოწყალების მრავალი სასწაული უჩვენა.
ღვთისმშობლის შუამდგომლად მოხმობა ქტრისტიანული ღვთისმსახურების ნაწილად იქცა. პირველი საუკუნიდანვე ეკლესია შეწევნას თხოვს და ადიდებს მას, ყოველდღიური საღამოს მსახურება მისდამი ლოცვით თავდება.
ღვთისმშობლის ქვაში გამოკვეთილი საფლავი, ისე როგორც საფლავი მისი ძისა, ყველა მორწმუნესათვის თაყვანისცემის საგნად დარჩა, უძველესი დროიდან ელესიის მიერ ღვთისმშობლის მიძინების მოსახსენიებლად 15 (28) აგვისტოა დადგენილი.
ის თორმეტ საუფლო დღესასწაულთა შორისაა, რადგან ამ დღეს მაცხოვარი ყოველთა მიეგება დედას თვისას და თავის სავანეში დაასახლა იგი.
მარიამობის დღესასწაულს ყველა განსხვავებულად აღნიშნავს. როგორც წესი, ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანები ამ დღესასწაულისათვის მარხვით ემზადებიან, შემდეგ კი საღვთო ლიტურგიას ესწრებიან და ეზიარებიან.
არაეკლესიური ადამიანები ამ დღეს სხვადასხვაგვარად ხვდებიან, დღესასწაულის მიმართ პატივისცემას თავისებურად გამოხატავენ. რეგიონებში ზოგან მარიამობას დღეობა ჰქვია, ზოგან დღესასწაული და ხალხი ეკლესიაში შესაწირით მიდის.
ნათია მურუსიძე