ცოტა ხნის წინ ბათუმში გამართულ საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალზე “შავი ზღვის დელფინი” ტყიბულელი ნორჩი მოჭადრეკეებიც იმყოფებოდნენ.

 

ფესტივალი რამდენიმე წელია იმართება, თუმცა წელს განსაკუთრებული სიხარულის მომტანი გამოდგა ტყიბულელთათვის.

14 წლის ასაკის წარმომადგენლებში თამარ ფაშკურიძემ, ხოლო ათწლიანებში დავით ცქიფურიშვილმა პირველი ადგილები დაიკავეს და როგორც საკუთარი მწვრთნელი იუზა დოლიძე, ასევე ჩვენი ქალაქი ღირსეულად ასახელეს.

აღსანიშნავია, რომ თამუნაც და დათოც პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. სკოლისათვის ჭადრაკი პრიორიტეტულ სპორტულ სახეობად მიიჩნევა და აქ ამ სპორტით დაინტერესებული მოსწავლეებისათვის სათანდოდ აღჭურვილი კაბინეტიც ფუნქციონირებს.

სკოლის ჭადრაკის მწვრთნელი იუზა დოლიძე მთელი აგვისტოს განმავლობაში აქტიურად მუშაობს ცალ-ცალკე ასაკობრივ ჯგუფებთან და ყოველდღიურად რამდენიმე მეცადინეობას ატარებს.

ასეთი ინტენსიური მზადების მიზეზი ბავშვთა საჭადრაკო ფესტივალია, რომელიც ტყიბულში 2 სექტემბრიდან დაიწყება. მწვრთნელი იმედს გამოთქვამს, რომ მისი აღსაზრდელები აღნიშნულ ფესტივალზე ღირსეულ შედეგებს აჩვენებენ.

ნათია მურუსიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *