საგასტროლო ტურნეს ფარგლებში 15 აგვისტოს ტყიბულს თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრი ეწვია.

 

ექვსკაციანმა ჯგუფმა მუნიციპალიტეტის თეატრის სცენაზე ოკრიბელი მაყურებლის წინაშე ცნობილი ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის აკაკი წერეთლის კომედიის მიხედვით დადგმული სპექტაკლი ,,ბუტიაობა” წარმოადგინა.

მუსკომედიის თეატრის სამსახიობო დასი სცენაზე ბოლომდე დაიხარჯა, კომედიური ჟანრის სპექტაკლი წარმატებით ითამაშა, შედეგად კი მაყურებლის დიდი სიყვარული, სითბო და მოწონება დაიმსახურა.

წარმოდგენის დასრულების შემდეგ მაყურებლის შეფასებით გამოწვეულ აღფრთოვანებას ვერც მსახიობები მალავდნენ და გახარებული აღნიშნავდნენ, რომ შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

წარმატებული გამოსვლის შემდეგ, მსახიობებმა ჩვენი ქალაქი კმაყოფილებმა დატოვეს და პირობა დადეს, რომ ისინი მომავალში ტყიბულის ხშირი სტუმრები იქნებიან და ოკრიბელ მაყურებელს არაერთი სპექტაკლით გაანებივრებენ.

ელისო ჭანტურიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *