ქვეყანაში 1 ივლისიდან საყოველთაო ჯანდაცვის მეორე ეტაპი ამოქმედდა, რომელიც 6-დან 65 წლის ჩათვლით ნებისმიერი მოქალაქის დაზღვევას ითვალისწინებს.

გაფართოებული საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში მოსახლეობას საშუალერბა ეძლევა, გადაუდებელ ამბულატორიულ მომსახურებასთან ერთად, გეგმიური სტაციონარული მომსახურება მიიღოს.
პროგრამის ფარგლებში გადაუდებელი ლაბორატორიული და სტაციონარული მომსახურება 100%-ით ანაზღაურდება, გეგმიური 70%-ით. მაქსიმალური დაფინანსება კი ერთ შემთხვევაზე 1500 ლარია.
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, პროგრამის ფარგლებში 3000-მდე მოქალაქეა დაზღვეული, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვით უკვე აქტიურად სარგებლობენ და სხვადასხვა სახის სამედიცინო გამოკვლევებს ტყიბულის რაიონულ საავადმყოფოში იტარებენ.

ელისო ჭანტურიძე

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *