საქართველოში ოჯახური ძალადობის მსხვერპლის უფლებები და დაცვის მექანიზმი იზრდება. შესაბამისი ცვლილებები შესაძლოა შევიდეს საქართველოს კანონში „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“.
კანონპროექტი სტამბოლის კონვენციის გათვალისწინებით მომზადდა, რაც ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღკვეთას, ქალთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმებისა და ოჯახში ძალადობის კრიმინალიზაციას, მოძალადეთა დასჯას გულისხმობს. ცვლილებების მიღების შემთხვევაში მსხვერპლი რჩება სახლში იმ შემთხვევაშიც კი, თუ კი უძრავი ქონების კანონიერი პატრონი მოძალადეა. დაზარალებულს ასევე აქვს უფლება შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს მიმართოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით და მიიღოს კომპენსანცია. ამ საკითხზე გადაცემის სტუმარი ტყიბულის მაჯორიტარი დეპუტატი, ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი ელისო ჩაფიძე საუბრობს. უმცირესობამ უარი განაცხადა ამ გადაცემაში მონაწილეობაზე. ქალბატონი ელისო ტელეკომპანია რიონის ჟურნალისტების მიერ მომზადებულ კითხვებს პასუხობს.