აღდგომის შემდეგ მეორმოცე დღეს იესო ქრისტე უკანასკნელად გამოეცხადა თავის მოწაფეებს

რომლებიც შეკრებილნი იყვნენ ერთ სახლში და უთხრა: “მე მოგივლენ თქვენ ნუგეშინის მცემელს ანუ სული წმინდასა, რომელი მამისაგან გამოვალს, ხოლო თქვენ იერუსალიმში დარჩით, სანამ არ გადმოვა თქვენზე მაღლით სული წმინდა”.

 

შემდეგ ამისა წაიყვანა ისინი და წავიდა ელეონის მთაზე. აქ გამოეთხოვა, აკურთხა და დაიწყო ამაღლება ზეცად.

მოწაფეები გაკვირვებული უყურებდნენ მის ამაღლებას ზეცად. როცა ქრისტე აღარ ჩანდა, გამოეცხადა მათ ანგელოზი და უთხრა: “რასა სდგეხართ და იცქირებით მაღლა? ქრისტე, რომელიც ამაღლდა თქვენგან ზეცად, ისევ მოვა მეორედ მოსვლის დროს”. მოწაფეები სიხარულითა დიდითა დაბრუნდნენ იერუსალიმში, იქ ცხოვრობდნენ ერთად, ლოცულობდნენ და მოელოდნენ სულიწმინდის გადმოსვლას.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *