საქართველოს კანონით “მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” თითოეული მომხმარებლის უფლება საკმაოდ საფუძვლიანად არის დაცული, თუმცა ხშირ შემთხვევაში მოქალაქეები ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ნებისმიერი ნივთის შეძენისას მას უფლება აქვს 14 დღის განმავლობაში შეცვალოს აღნიშნული ნივთი სათანადო ხარისხის საქონლით, იმავე სავაჭრო ობიექტში, ოღონდ თუ ეს პროდუქტი არ უხმარიათ, შენარჩუნებული აქვს სასაქონლო სახე და სამომხმარებლო თვისებები; და წარწერა “გაყიდული საქონელი უკან არ მიიღება,” – კანონის პირდაპირი დარღვევაა.

ტყიბულის სავაჭრო ობიექტებში ამ ეტაპზე ამოღებული ვადაგასული და უხარისხო პროდუქცია განადგურებულია, თუმცა მათზე პირველადი კონტროლის შედეგად სადამსჯელო სანქციები არ გატარებულა. მიუხედავად ამისა, დარღვევების განმეორებით აღმოჩენის შემთხვევაში უკვე მათი მფლობელების პასუხისმგებლობის საკითხი დაისმება.

გახსოვდეთ, რომ ყველაზე დიდი უფლებებით ამ ქვეყანაში მომხმარებელი სარგებლობს. ფრაზა: “კლიენტი ყოველთვის მართალია!” – ამის ნათელი დასტურია.

ნათია მურუსიძე

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *