აფხაზეთიდან დევნილი ფირუზი ლაბჟანია და მისი ქალიშვილი სულ ცოტახანში დანგრეულ შენობაში გამოყოფილი ორი ოთახიდან ახალ სახლში გადავა, რომელიც ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის ძალისხმევით 7000 ლარად იქნა შეძენილი.

ოჩამჩირის რაიონის სოფელ კვიტოულიდან ლტოლილს, ფირუზი ლობჟანიასა და მის 16 წლის ქალიშვილს 1996 წლის შემდეგ სოფელ სოჩხეთში უკიდურესად ცუდ პირობებში უწევდათ ცხოვრება, რომ არა წლევანდელი მცირე ზმთარი ალბათ ჭერი თავზე ჩამოენგრეოდათ, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ოჯახი წვიმისაგანაც არ არის დაცული და წვიმის წამოსვლის შემთხვევაში, როგორც გარეთ ისე სახლშიდაც წვიმს. სახლი პირობითად, თორემ სახლს ძნელად თუ უწოდებთ ავარიულ მდგომარეობაში მყოფ შენობას.

მიუხედავად ფირუზი ლობჟანიას არა ერთი თხოვნისა მუნიციპალიტეტში, დახმარება გაეწიათ და ყურადღება მიექცია მისთვის და მისი მცირეწლოვანი შვილისათვის ყურად არავის უღია, გარდა მეზობლებისა, რომელთა დახმარებითაც წლების მანძილზე თავი გაიტანა. მათი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარების 54 ლარია, რომლითაც დედა-შვილს თვიდან თვემდე თავი გააქვს.

“მეზობლები თუ მომაქცევედნენ ყურადღებას თორე მთავრობიდან არაფერი, არც უკითხიათ რა გინდ, ბევრჯერ დახმარებებიც ყოფილა, არ მიგვიღია არ გაუგებინებიათ”_ ფირუზი ლაბჟანია.

უკუიდურეს გაჭირვებაში მყოფ ფირუზი ლაბჟანიას ამასთან ერთად სხა პრობლემებიც თავს დაატყდა, Dდედა აფხაზეთში მოუკლეს, ორი მცირეწლოვანი შვილი უსახსრობის გამო გარდაეცვალა, სამი წლის ჰყავდა გოგონა ქმარს რომ გაშორდა და მას შემდეგ ბავშვის ამბავიც აღარ უკითხავს.

გასული წლის წინა საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, ლაბჟანიების ოჯახი ელისო ჩაფიძემ მოინახულა და მათ დახმარებას დაჰპირდა, რაც რამოდენიმე თვეში შეუსრულა კიდეც. დეპუტატმა ლაბჟანიების შესაძენი სახლისათვის, სჭირო თანხის მოსაძიებლად თხოვნა ლტოლვილთა კომიტეთში გაგზავნა, საიდანაც 6000 ლარი გამოჰყვეს, ათასი კი მუნიციპალიტეტის გამგებელის, საკრებულოს თავმჯდომარისა და სოფლის რწმუნებულის მეშვეობით შეგროვდა და 7000 ლარად ახალი საცხოვრებელი სახლი, შრომისმოყვარე დედაშვილს სოჩხეთშივე შეუძინეს, ჰექტრამდე მიწის ფართობით, სადაც გაშენებულია ვენახი და ხეხილი.

“ქალბატონმა ელისომ მოიყვანა ჩვენი გამგებელი ტყიბულის, შეშა მომიტანეს ამ ზამთარში არ დამჭირვებია შეშაზე წვალება და რაც ჯიბეში საშუალება ჰქონდა ბავშვს ჩაუდვა ხელში, რა ვიცი ძაან დიდი ყურადღებაა, ისე შევეცოდეთ რო რა ვიცი! მე მგონი ძალიან განიცადა, ახლა შემპირდა კიდევ ერთ დროულ 200 ლარიან დახმარებას, განცხადება თვითონ ბატონმა ჩუბინიძემ დამაწერინა, არ მაკლია ყურადრება ჯერჯერობით და აწი მე მგონი მეტი იქნება. ელისო ჩაფიძე, თემურ ჩუბინიძე და ვანო გუჯეჯიანი, რომ არა მე მგონი კიდევ ძველ სახლში ვიქნებოდი. ახლა ცოტა ეზოც მაქვს, ყურძენიც, დავამუშავებ ცოტას მოუვლი და ჩემს შვილს ექნება რაღააც-რაღაცეები, საჭმელი, საარსებო წყარო. ადამიანი ყველაფერს ეჩვევა, ძაან დიდი მადლობელი ვარ, რომ ყურადრება ეხლა მაიც მოგვაქციეს, ვიგრძენით, რომ ვარსებობდით და ვიყავით აქ ლტოლვილად”- ფირუზი ლაბჟანია.

მართალია ახალ სახლში ცხოვრებისთვის იდიალური პირობები არ არის, მაგრამ სოჩხეთის თემის რწმუნებული ვანო გუჯეჯიანი გეგმავს ახლადნაყიდ სახლს ხელი შეავლოს და შეარემონტოს. Aასევე მშრომელ და დაუზარებელ დედა-შვილს მიწის დამუშავებასა და პირუტყვისა და ფრინველის შეძენაშიც დაეხმაროს.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *