აღდგომა 12 საუფლო დღესასწაულთა შორის უდიდესია. ამ დღეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე მკვდრეთით აღდგა და ადამიანები პირველქმნილი ცოდვისაგან დაიხსნა.

მხოლოდ ამის შემდეგ გაიღო ადამიანთათვის სამოთხის ბჭე. ადამის მოდგმის მხსნელად მოვლენილმა მაცხოვარმა გოლგოთის მთაზე ჯვართან ერთად კაცობრიობის ცოდვა ზიდა. ოთხივე სახარების თანახმად, ღვთსმშობლისაგან უბიწოდ შობილი ქრისტეს ჯვარცმა პარასკევს, ებრაელთა პასექის დღესასწაულზე აღსრულდა. ეს უდიდესი მწუხარების დღეა ნებისმიერი მორწმუნესათვის. თუმცა მესამე დღეს _ კვირას მწუხარება სიხარული ენაცვლება და ქრისტიანები მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას ზეიმობენ.

ნათია მურუსიძე

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *