ორიდან 19 აპრილის ჩათვლით ტყიბულის მუნიციპალიტეტში სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა მიმდინარეობდა, რაც გარკვეული მიმართულებებით უფასო სამედიცინო კვლევას მოიცავდა.
აღნიშნული პროგრამა დაავადებათა კონტროლისა და ეროვნული ცენრტის მიერ დაფინანსდა, რომელიც ბერძნულმა სამედიცინო ცენტრმა “ჰიპოკრატემ” განახორცილა.
ოთხკაციანმა ბრიგადამ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ყველა თემი მოიარა და ბოლოს ქალაქის მოსახლეობას მოემსახურა. 40-დან 70-წლამდე ასაკის ქალბატონებს უფასო გამოკვლევები ძუძუს კიბოს გამოსავლენად ჩაუტარდათ.
ასევე მოხდა 20-დან 60 წლამდე ქალბატონების საშვილოსნოს ყელის კიბოზე გამოკვლევა. ხოლო 50-დან 70 წლამდე მამაკაცებისათვის სკრინინგის პროგრამა პროსტატის კიბოს კვლევას ითვალისწინებდა.
პროგრამა უკვე მეორე წელია ტყიბულის მუნიციპალიტეტში წარმატებით ხორციელდება და მიზნად დაავადებათა ადრეულ ეტაპზე გამოვლენას ისახავს.
ნათია მურუსიძე