cnobiladze-goderdzi_001

12-დან 15 მარტის ჩათვლით სომხეთში ქალაქ ერევანში ურბანული განვითარების საკითხებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, სადაც ტყიბულის მუნიციპალიტეტიდან წარმომადგენლობა იყო მიწვეული, მათ შორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ცნობილაძე იმყოფებოდა.
ჩვენ მას შევხვდით და ვიზიტის საკითხზე ვესაუბრეთ.

_ ბატონო გოდერძი, რას უკავშირდებოდა თქვენი დელეგაციის ვიზიტი ერევანში?

_ ერევანში ვიმყოფებოდით ევროკავშირის შავი ზღვის აუზის ქვეყნების საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში. საქართველოდან ამ პროგრამის მხარდამჭერი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია “ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი”. Pპროექტი ხორციელდებოდა “ინტეგრირებული ურბანული განვითარების შესაძლებლობების” ფარგლებში.

ეს პროგრამა დაწყებული არის 2012 წლის განმავლობაში და დასკვნითი ეტაპი პრეზენტაცია ჩატარდა სომხეთში. მასზე მიწვეული იყვნენ შესაბამისი დელეგაციები, შავი ზღვის აუზის თვითმმართველობები რუმინეთიდან, მოლდოვეთიდან, საქართველოდან და სომხეთიდან.

ეს ოთხი ქვეყანა წარმოდგენილი იყო სამ-სამი მუნიციპალიტეტით. საქართველოდან იყო ტყიბულის, წყალტუბოსა და სამტრედიის მუნიციპალიტეტები. ამ პროგრამის ფარგლებში წინასწარი სამუშაოები ჩატარებული იყო ჯერ საქართველოში _ ეს დალეგაციები შეკრებილები იყვნენ ბაკურიანში, ბორჯომში, შემდეგ გასული წლის შემოდგომაზე იყვნენ რუმინეთში. ჩატარდა სერიოზული მუშაობა პროგრამის დახვეწასთან დაკავშირებით. აქ არის საუბარი ურბანული განვითერების გეგმების შემუშავებაზე, რეგიონების განვითერებაზე ურბანული თვალსაზრისით, პერსპექტიული განვითერების 5 და 7 წლიან გეგმებზე და ა.შ.

ყველა მუნიციაპლიტეტს ჰქონდა წარმოდგენილი თავისი განვითარების გეგმები, იმ პრობლემატური საკითხებიდან გამომდინარე, რა პრობლემებიც ამ კუთხით არის. ჩვენთან მაგალითად ურბანული განვითერების გეგმა არ არსებობს, ქალაქის განაშენიანების გეგმა არ არის, ამიტომ ეს პროექტი გარკვეულწილად ამ საკითხზე მუშაობის თვალსაზრისით დაგვეხმარა.  ჩვენ ამ კუთხით უფრო მეტი გამოცდილება მივიღეთ.

_ რას მოიცავდა პროექტის დასკვნითი ეტაპი?

_ იქ მოხდა მთლიანად პროექტის პრეზენტაცია, მთლიანად რაც გაკეთდა. დელეგაციის ხელმძღვანელებმა გააკათეს ამის ორგანიზება და პრეზენტატორი იყო ყველა თვითმმართველი ქალაქი, რომელიც კონფერენციაში მონაწილეობდა, მათ შორის ჩვენც.

ძალიან კარგი  პრეზენტაცია გამოგვივიდა ტყიბულზე, ყველა ის პრობლემა, რაც ურბანული განვითერების თვალსაზრისით გვაქვს წარმოჩენილი იქნა. სხვათაშორის ტურისტული განვითრების კუთხით ევროპაში ჩვენს რეკლამირებასაც ხელს შეუწყობს ეს კონფერენცია.

როცა შეჯამდა უკვე კონფერენცია, დაისახა მომავალი გეგმები. ტრენინგის სახით ჩატარდა ჯგუფებს შორის მუშაობა და წარმოჩენილი იყო სხვადასხვა პრობლემა, რომელზე მუშაობაც მომავალში ამ ორგანიზაციამ უნდა გააგრძელოს. ჩვენიდან ძირითადი აქცენტი მაინც სამრეწველო კუთხით იქნა გაკეთებული (სამრეწველო ქალაქია გვაქვს, ნახშირის მრეწველობაა).

რადგან მრეწველობაა იქ თავისთავად თავს იჩენს ეკოლოგიული პრობლემები, გვქონდა ტურიზმის და სპორტის განვითერებაზეც საუბარი, სპორტული ობიექტების რეაბილიტაციაზე, რომ ქალაქს სპორტული დატვირთვა მიეცეს.

ჩვენ გვახსოვს, ადრე საბჭოთა კავშირის ნაკრებები ჩამოდიოდნენ ტყიბულში შეჯიბრებებზე და ვარჯიშებზე. თუკი მოვახერხებთ ამ სპორტული ობიექტების განვითარებას, შესაბამისად ტურიზმის განვითრებას, ამან კომპლექსში შეიძლება ძალინ კარგი შედეგი გამოიწვიოს ქალაქისთვის.

_ ტყიბული ძირითადად ყოველთვის განიხილება მარტო სამრეწველო პოტენციალით… _ მართალია, მაგრამ თუკი ჩვენ ტურიზმისა და სპორტული ობიექტების განვითარების კუთხით ტყიბულს მივცემთ ამ დატვირთვას პარალელურად, ძალიან კარგი საქმე გაკეთება ქალაქისთვის, შემოსავლებიც შესაბამისად გაიზრდება.

სამწუხაროდ ჩვენ ტყიბულში ნორმალური სასტუმროც არა გვაქვს, არა გვაქვს საოჯახო სასტუმროები, რომ ტურიზმის განვითარებას შეუწყოს ხელი. ახლა რომ ჩამოვიდეს ნებისმიერი სპორტული გუნდი და უნდოდეს შეკრება ჩაატაროს ტყიბულში, ბაზაც რომ გვქონდეს, სასტუმრო არა გვაქვს.

შესაბამისად ეს უკვე ინფრასტრუქტურის განვითარებას იწვევს და დამატებით სამუშაო ადგილებს გააჩენს. ამ კუთხით გვქონდა ძირითადად პრობლემები წარმოჩენილი.

მერე იქ გვქონდა ჯგუფური მუშაობა დარგების მიხედვით _ ეკოლოგია, მრეწველობა, ტურიზმი და სპორტული განვითარება. ამ ჯგუფებში ჩვენი დელეგაციიის წარმომადგენლებიც ვმონაწილეობდით, ჩვენ-ჩვენი წინადადებები წარვადგინეთ და საბოლოო პრეზენტაციამ აჩვენა, რომ პრობლემა ტყიბულისთვის, წყალტუბოსთვის, სამტრედიისთვის, თუ მოლდოვეთის ქალაქების _ ორხეის, სოროკასა და ბელცისათვის თითქმის ერთნაირი იყო.

ამ პრობლემებიდან გამომდინარე წარმოიშვა ქვეყნებს შორის აქტიური თანამშრომლობის იდეა, მაგალითად, საქართველოსა და მოლდოვეთის, საქართველოსა და რუმინეთის, საქართველოსა და სომხეთის ქალაქებს შორის. წარმოიშვა წინადადებები დამოგობრებასთან დაკავშირებით. ეს იქნება დელეგაციების გაცვლა, რომელშიც ჩაერთვებიან ბიზნესმენებიც.

_ ტყიბული ვისთან გეგმავს დამეგობრებას?

_ ჩვენ შემოგვთავაზა მეგობრობა ქალაქმა ორხეიმ, მოლდავეთის ქალაქია. ქალაქის მერმა წინადადება წამოაყენა, რომ ტყიბულმა და ამ ქალაქმა ვიმეგობროთ. მეორე მოლდავეთის ქალაქია სოროკა, რომელმაც მეგობრობა შემოგვთავაზა.

სოროკასთან დამეგობრების იდეა იმან განაპირობა, რომ სოროკას აქვს დიდი სამკერვალო პოტენციალი. ჩვენ ტყიბულს ამის გამოცდილებაც გვაქვს და პერსპექტივაც, რომ ტყიბულში სამკერვალო მრეწველობა ჩამოყალიბდეს. ამ ქალაქს აქვს ასევე გრანიტის დამუშავება, ასე რომ, რაღაც საერთო გადაიკვეთა.

ამ პროცესში ჩაერთვებიან უკვე ბიზნესმენები, ვინც არის დაინტერესებული გრანიტის ქვის წარმოებით, სამკერვალო კუთხით. სოროკა ტურიზმის კუთხით განვითარებული ქალაქიცაა.

ამ აზრთა გაცვლა-გამოცვლით, დელეგაციების გაცვლა-გამოცვლით ჩვენ უკვე შეგვეძლება რაღაც პოტენციალი გავუზიაროთ ერთმანეთს და შევქმნათ საერთო პროექტი, რომელიც განავითარებს და შეუწყობს ხელს, როგორც ტყიბულს, ასევე მოლდავეთის ქალაქს. თანაც ტურიზმის განვითარება აუცილებლად მოხდება, იმიტომ რომ ჩვენი ტურისტები იქ წავლენ, იმათი ტურისტები ჩამოვლენ.

ასევე მნიშვნელოვანია ის რომ ხალხთა შორის ურთიერთობა განვითარდება, უფრო სწორად განახლდება, იმიტომ რომ ადრე საბჭოთა სივრცეში მეგობრობა გვქონდა, მერე შეჩერდა, მაგრამ შეიძლება განახლდეს ეს კავშირები, როგორც კულტურული, ისე ფოლკლორული. იქ იყო ფოლკლორზეც საუბარი _ სიმღერა, ცეკვა, ხალხური რეწვა, რომ მოხდას ამ დელეგაციების გაცვლა-გამოცვლა, რაც ძალიან კარგი იქნება. იქ საკურორტო ზონებია და ჩვენი ბავშვები ჩავლენ დასასვენებლად, ჩვენთანაც ჩამოვლენ და ა.შ.

_ ეს პროექტი ალბათ ძირითადად საინფორმაციო შეხვედრებს მოიცავს, სპონსორების მოძიება თუ ხდება ამ პროგრამით?

_ ჩვენი ვიზიტი ერევანში ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდა. მაგრმა როცა მუნიციპალიტეტებს შორის არის პროექტებზე საუბარი, ეს უკვე ჩვენ უნდა განვახორციელოთ, მარგამ ნებისმიერ დაფინანსებას ხომ უნდა ჰქონდეს რაღაც შედეგი? ეს პროექტი სწორი მიმართულების ჩამოყალიბებაში დაგვეხმარება, ასევე ბიზნეს სექტორის განვითარებაში.

მაგალითად ერთსა და იმავე ბიზნესზეა საუბარი გრანიტის ქვის დამუშავების კუთხით, სამკერვალო მრეწველობისა და ტურიზმის განვითარების კუთხით. ეს გარკვეულწილად ბიზნესს უწყობს ხელს და ამ გამოცდილებეით, ამ დაახლოებით უკვე ბიზნეს სექტორი თავისთავად ვითარდება.

მარტო საბიუჯერო თანხებზე არაა საუბარი, სართოდ ბიზნესის განვითარებაზეა ლაპარაკი. ჩვენ ნელა აქეთკენ მივდივართ, რომ ტყიბული მარტო ქვანახშირის მრეწველობაზე არ იყოს დამოკიდებული, უნდა იყოს ტურიზმის ბიზნესი განვითარებული, გრანიტის მრეწველობაც არ არის იმ დონეზე რაც პერსპექტივაშია, არ არის ათვისებული ეს სფერო. ასევე სპორტული კუთხით, შეიძლება ვილაპარაკოთ
სოფლის მეურნეობაზეც.

უნიკალური ჯიშებია ოკრიბაში. ევროპა ეძებს ნატურალურ პროდუქციას, ჩვენ შეგვიძლია ამას შევუწყოთ ხელი და ნატურალური პროდუქცია მივაწოდოთ, ჩვენი ჩაი შეიძლება აღორძინდეს.

ბევრი ამბობს, რომ ჩაის პერსპექტივა არა აქვს ტყიბულშიო. ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს, იმიტომ რომ ჩაის ბაზარი მდარე ხარისხის ჩაითაა დაპყრობილი და ხალხი ელოდება ჩვენს ჩაის. თუ რუსეთის ბაზარი გაიხსნება თავისთავად ამ ბაზარზე ტყიბულის ჩაიც შევა მაღალი ხარისხით, რომ კონკურენციას გაუწევს ნებისმიერს.

_ ეს პროექტი გრძელდება?

_ ეს პროექტი ჩვენ რომ პრეზენტაცია გავაკეთეთ დასრულდა. საერთო რეკომენდაციები მივიღეთ, ერთობლივი მუშაობით მივედით რაღაც დასკვნამდე, რომ ამ პროექტის საშუალებით თვითმმართველობამ ადგილობრივი ურბანული განვითარების პერსპექტიული გეგმები შეიმუშავოს. ამ პროექტის მიზანი ეს იყო. პროექტი 2012 გაზაფხულზე დაიწყო და ახლა სომხეთში მოხდა შეჯამება.

_ ტყიბულიდან დელეგაციას ვინ წარმოადგენდა?

_ დელეგაცია ვიყავით 5 კაცის შემადგენლობით, საკრებულოს
წარმომადგენლები დათო ლომიძე, დათო ჭანკვეტაძე, გამგეობიდან _ ზაზა გოჩელაშვილი და ავთო ჭანტურიძე. სხვათაშორის ძალიან წარმატებულად ჩავატარეთ პროექტი.

სხვათაშორის ტყიბულზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება დარჩათ ორგანიზატორები საერთაშორისო ევროკავშირიდან, იმიტომ რომ ჩვენ მოწესრიგებულად და ორგანიზებულად მივიღეთ მონაწილეობა ამ საქმეში.

ბოლო დღეს გვიარეთ სევანის ტბაზე და მოხდა ჩვენი ვიზიტი ქალაქ დილიჯანში, საკურორტო ქალქია, სადაც დავასრულეთ კიდეც ვიზიტი. იქ მოხდა დილიჯანისა და წყალტუბოს დამეგობრება, ერთმანეთთან ოფიციალური ხელშეკრულება გააფორმეს.

_ საქართველოდან რამდენ კაციანი დელეგაცია იყო მთლიანად წარმოდგენილი?

_ საქართველოდან 17 კაციანი დელეგაცია იყო, ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის ორი წარმომადგენელი და დანარჩენი 5-5 კაციანი დელეგაციები თითო მუნიციპალიტეტიდან.

ნათია მურუსიძე