ოცდაერთი საუკუნის წინ, ერთ სუსხიან ღამეს, ბეთლემის მახლობლად მწყემსები ცეცხლს მიფიცხებოდნენ. მოულოდნელად მათ უფლის ანგელოზი წარმოუდგა და შეშინებულ მწყემსებს უფლის შობა ახარა.
“ნუ გეშინიათ, მე სასიხარულო ამბავს გაუწყებთ: წადით ბეთლემში, დღეს იქ, საქონლის ბაგაში იშვა მაცხოვარი ყოვლისა სოფლისა _ ქრისტე. თქვენ მას ნახავთ თავის დედასთან ერთად, ჩვრებში შეხვეულს. ამ დროს ციდან უთვალავ ანგელოზთა გუნდი დაეშვა, რომელიც გალობდა: “დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.
ნათია მურუსიძე