ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცოფის პროფილაქტიკური ვაქცინაცია დაიწყო, რომლის ფარგლებში მოსახლეობის კუთვნილი ძაღლი და კატა 3 თვის ასაკიდან იცრება.
ვაქცინაციას კვალიფიციური ვეტერინარი სპეციალისტები ახორციელებენ და მოსახლეობისთვის აცრები უფასოა. ცხოველებს 1 მლ ვაქცინაცია, წონის, ასაკის და ჯიშის მიხედვით უკეთდებათ და მათ იმუნიტეტი ვაქცინაციიდან 14 დღის შემდეგ გამოუმუშავდებათ.
ელისო ჭანტურიძე