ტყიბულის მუნიციპალიტეტში პროექტის ,,იაქტიურე და ჩაერთე გადაწყვეტილების მიღების პროცესში” მრგვალი მაგიდის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის წარმომადგენლებმა პროექტის განხორციელება იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტეში თებერვალის თვიდან დაიწყეს. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობდა შეხვედრები სამუშაო ჯგუფის წევრებთან, რომელშიც ჩართული იყვნენ მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თანამშრომლები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგნოთა წარმომადგენლები და აქტიური მოქალაქეები, სადაც ხდებოდა იმ სამოქმედო გეგმის მიმდინარეობის მონიტორინგი, რომელიც ,,საიამ” შეიმუშავა.
ტყიბულის მუნიციპალიტეტში მუშაობის შედეგად ძირითადად სამი აქტუალური პრობლემა გამოიკვეთა. გარემოსდაცვითი საკითხები, შიდა გზების მოწესრიგება და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, თუმცა საბოლოო შემაჯამებელ შეხვედრაზე აბსოლიტური უმრავლესობის გადაწყვეტილებით არჩევანი შეჩერდა შიდა გზების მოწესრიგებაზე, რომელიც მოიცავს ქალაქის ინფრასტრუქტურულ ნაწილს და სოფლებს შორის დამაკავშირებელ გზებს. მრგვალი მაგიდის შემაჯამებელ შეხვედრას ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი და იმერეთის გუბერნიის წარმომადგენელი ესწრებოდნენ.
ახლო მომავალში მრგვალი მაგიდის შემაჯამებელი შეხვედრა იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან, მაჟორიტარ დეპუტატებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან შედგება, სადაც შეჯამებული იქნება იმერეთში არსებული ძირითადი პრობლემები და ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
ელისო ჭანტურიძე