,,იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირმა სპექტრმა” პროექტის ,,მოქალაქეთა ინტერესების დაცვა სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის” ფარგლებში სამუშაო ჯგუფის წევრებთან მორიგი შეხვედრა გამართა.
სპექტრის წარმომადგენლებმა დაინტერესებულ მხარეთა აქტიური მონაწილეობით შეხვედრაზე პროექტის 5 თვიანი მუშაობის შედეგები შეაჯამეს. ასევე გაეცვნენ მონიტორინგის ჯგუფის ანგარიშს ტყიბულის ადგილობრივი გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ, ინფორმაციას ტყიბულის წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციასა და წყლის ხარისხის მდგომარეობასთან დაკავშირებით და `საქნახშირი (ჯი-აი-ჯი) ჯგუფის~ საქმიანობით გამოწვეულ უარყოფითი ზემოქმედების შედეგებს გარემოზე. ამ დღეს სამომავლო პერსპექტივები და შესასრულებელი ღონისძიებების განრიგიც დაისახა.
პროექტი ,,იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი სპექტრისა” და ,,ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდის” მიერ განხორციელდა.
ელისო ჭანტურიძე
http://www.youtube.com/watch?v=QhrBIrR53rg