ჩეხურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ადამიანი გაჭირვებაში“ ტყიბულში „ახალგაზრდული და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროექტის” ფარგლებში ახალგაზრდებთან და საზოგადოებრივი სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრა მიზნად მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემური საკითხების გაცნობას ითვალისწინებდა, რომელიც იმ სამოქმედო გეგმაში უნდა იყოს გათვალისწინებული, რომლის განხორციელებისათვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდება, სამოქმედო გეგმის შემუშავებას კი პროექტის ფარგლებში შექმნილი მრჩეველთა საბჭო უზრუნველყოფს.
პროექტის ფარგლებში საგრანტო კონკურსის წლევანდელი ბიუჯეტი 15000 ლარს შეადგენს და მისი განხორციელებისათვის აუცილებელია 30%-ანი თანადაფინანსება ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან.
შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ადამიანი გაჭირვებაში” ტყიბულში 2006 წლიდან მოღვაწეობს და მისი დაფინანსებით მუნიციპალიტეტში არა ერთი პროექტი განხორციელდა.
ელისო ჭანტურიძე