19 ოქტომბერს ტყიბულში ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტი მეუფე გიორგი (შალამბერიძე) იმყოფებოდა.
მან ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში სამუფეო ღვთისმსახურება აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ მეუფე გიორგიმ მრევლი დალოცა და კვირის სახარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ამავე დღეს ტყბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტი ახალსოფელშიც იმყოფებოდა და რეაბილიტაციის პროცესში მყოფი დედათა მონასტერი დაათვალიერა. დედათა სამყოფელი ორსართულიანია და შენობის სარეაბილიტაციოდ უკვე ძირითადი სამუშაოები ჩატარებულია. სარემონტო სამუშაოების შედეგად გაილესა და კოსმეტიკურად შეთეთრდა კედლები, გაკეთდა ჭერი, შეიცვალა კარ-ფანჯრებიც. იმის გამო, რომ იქ მყოფ დედებს მეურნეობით მოუწევთ თავის რჩენა, მონასტერთან ახლოს საქონლის ბაგაც აშენდა.
სამონაზვნე ელენე ერთ-ერთია იმ დედებს შორის, ვინც ახალსოფლის დედათა მონასტერში იცხოვრებს. სულიერად სამოღვაწეოდ მსურველთათვის მომავალში მონატრის კარი ღია იქნება.
თეონა ჯანელიძე