ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მრევლის თხოვნითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით სკვერის საყრდენი კედლის აღდგენა მოხდება.
მოსამზადებელი სამუშაოები აღნიშნულ ობიექტზე უკვე დაიწყო. 170 სანტიმეტრის სიმაღლის კედელზე ბეტონი 46 მეტრის სიგრძეზე ჩაისხმება. საყრდენი კედლის აღსადგენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 266 ლარი გამოიყო და მისი მოწყობა ადგილობრივი ძალებით მოხდება. სამუშაოების შესრულებაში კი გამგეობის სხვადასხვა სამსახურებიც ჩაერთვებიან.
მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე 11 ნოემბერს სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე პირადად იმყოფებოდა და იქ მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
თეონა ჯანელიძე