ელისო ჩაფიძე იმ იშვიათ ჟურნალისტთაგანია, რომელსაც „ოქროს ფრთის“ ჯილდოს გადაცემის პატივი ერგო. გზა ჟურნალისტობიდან-პოლიტიკოსობამდე მან, როგორც უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლმა ჟურნალისტმა, საკმაოდ რთულად განვლო.
კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ იგი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა. ტყიბულის ამომრჩეველმა მას ნდობა გამოუცხადა და დეპუტატის მანდატი მიანიჭა. 2012 წლიდან დღემდე ელისო ჩაფიძეს არცერთი არსებული პრობლემა და ცალკეულ ადამიანთა გასაჭირი ყურადღების მიღმა არ დაუტოვებია და შესაძლებლობების ფარგლებში გადაუჭრია კიდეც. იგი აქტიურად არის ჩართული მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საქმეში, ზრუნავს მეშახტეების, ჯანმრთელობისა და სოციალურად დაუცველთა და მოქალაქეთა სხვადასხვა პრობლემების მოსაგვარებლად.
— ადამიანები მოგვითხრობენ საკუთარ ცალკეულ ისტორიებს და მადლიერებით საუბრობენ მაჟორიტარი დეპუტატის მიერ გაწეულ დახმარებაზე. თავად ელისო ჩაფიძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ არა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, ვიცე-პრემიერის, კახი კალაძის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოსა და მთლიანად კი კოალიციის `ქართული ოცნების~ თანადგომა, იგი ვერ შეძლებდა მარტოდ ამ საკითხების მოგვარებას.
ნანა რაზმაძე,
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესმდივანი