ტრადიციული საქართველოს თასის ღია პირველობა გაიმართა თბილისში „კუნგ-ფუ-სანდაში“, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს გუნდებთან ერთად სომხეთისა და აზერბაიჯანის ნაკრებები იღებდნენ. ტყიბულიდან აღნიშნულ შეჯიბრებაზე მონაწილეობა კლუბ “რატის” სანდისტებმა და კარატეს კლუბ “სამურაის” მებრძოლებმა მიიღეს. ჩვენმა ბიჭებმა საუკეთესოდ იასპარეზეს და ათი ჩემპიონით გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს.
ნათია მურუსიძე