რიგით მესამე შეხვედრა მოეწყო ტყიბულში ჩამოყალიბებული მრჩეველთა საბჭოს მიერ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, რომელსაც ამჯერად საჯარო სკოლების მოსწავლეები დაესწრნენ. საბჭოს თAვმჯდომარემ მათ ტყიბულის მუნიციპალური სამოქმედო გეგმა გააცნო და ადგილობრივი პრობლემების გამოვლენაში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა.
მუნიციპალური გეგმა არაკომერციული ორგანიზაცია პინ-ის პროექტის ფარგლებში იქნა შემუშავებული. 2015 წლისათვის სამოქმედო გეგმის განახლებაც იგეგმება. გეგმის განხორციელებისათვის ჩეხურმა არაკომერციულმა ორგანიზაციამ და ადგილობრივმა თვითმმართველობამ საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსება ერთობლივად გამოყო.
თეონა ჯანელიძე