ტყიბულის ხელოვნების სკოლაში ტრადიციული წლის საანგარიშო კონცერტი ჩატარდა, რომელიც საახალწლო განწყობას ატარებდა. ღონისძიებაში ჩართული იყო სკოლაში მოქმედი თითქმის ყველა განყოფილება, მათ შორის, საფორტეპიანო და საორკესტრო _ ვიოლინოსა და ფლეიტის კლასის სახით, ხალხურ საკრავთა ჯგუფები, საბალეტო, ვოკალური და გიტარის კლასები. შესრულდა 21 საესტრადო და კლასიკური ნომერი. პროგრამა განახლებული სახით წარმოუდგინეს მსმენელს ხელოვნების სკოლის მოსწავლეებმა, მათ შორის, ახალბედა თუ უკვე კარგად ნაცნობა სახეებმა. დარბაზიც ადექვატურად რეაგირებდა ემოციური შემსრულებლების გამოსვლის შემდეგ. საანგარიშო კონცერტს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა წარმომადგენლები და ხელოვნების დარგის მუშაკები ესწრებოდნენ.
ხელოვნების სკოლაში ჩატარებული წლის სანგარიშო კონცერტის ბოლოს აუდიტორიის თხოვნის გათვალისწინებით მუნიციპალიტეტის გამგებელმა რობიზონ გვენეტაძემ, როგორც მუსიკალური სკოლის კურსდამთავრებულმა, მცირე იმპროვიზაციით როიალზე შოპენის ნაწარმოები შეასრულა და დარბაზის მქუხარე აპლოდისმენტებიც დაიმსახურა.
ნათია მურუსიძე