მაკა მიქაუტაძე ჩვენი თანაქალაქელია. მას, ცერემბრალური დამბლის დიაგნოზით, დაბადებიდან დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია და წლების მანძილზე ინვალიდის ეტლით მოძრაობს. მარტოხელა დედამ, ქალბატონმა ირა ფორჩხიძემ მრავალი ღონე იხმარა შვილის გამოჯანმრთელებისათვის, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მიაღწია.
ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე ამ ოჯახის პირობებით დაინტერესდა, ჯალაღანიას ქუჩაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი დედა-შვილი მოინახულა, თანადგომა, გვერდითდგომა აღუთქვა მათ და ფონდის „ქართუს“ მიერ გამოყოფილი საახალწლო საჩუქარიც, პერსონალური კომპიუტერი გადასცა.
ნანა რაზმაძე
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესმდივანი