საქართველოს პარლამენტის წევრის, ელისო ჩაფიძის ინიციატივით ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თანამშრომლებმა სოციალურად დაუცველ მცირეწლოვან ოჯახებს საახალწლო საჩუქარი მოუმზადეს.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მცხოვრებ მრავალშვილიან, ექვსსულიან რიჟამაძეების ოჯახს, რომელსაც აგვისტოს თვეში სოციალური სამსახურის აგენტის მიერ შევსებული დეკლარაციის შემდეგ ყოველთვიური დახმარება მოეხსნა, მაჟორიტარი დეპუტატი ყურადღებას არ აკლებს და ამჯერად ბიუროს თანამშრომლებმა ნათია ამბროლაძემ და ლელა კახიძემ ელისო ჩაფიძის სახელით საახალწლო ნობათი მიართვეს. ოჯახის დიასახლისი, ლელა წივწივაძე და პატარები ვიკა და მონიკა რიჟამაძეები სამადლობელ სიტყვებს არ იშურებდნენ დეპუტატის მისამართით.
ჯალაღანიას ქუჩა N29-ში მცხოვრები გაბრიჭიძეების ოჯახის პატარებმაც მიიღეს დეპუტატის საახალწლო საჩუქარი შობა-ახალი წლის მილოცვითა და კეთილი სურვილებით. ამ სიურპრიზით გახარებული პატარები სიხარულს ვერ მალავდნენ გამოჩენილი ყურადღებისა და გულისხმიერებისათვის.
ნანა რაზმაძე
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესმდივანი