ტყიბულის მუნიციპალიტეტმა გრეიდერი შეძინა. 266 500 ლარად ღირებული ტექნიკის ყიდვა მუნიციპალიტეტმა ბიუჯეტიდან განახორციელა.
,,მთაგორიანი ტერიტორიისთვის, ისეთი მხარისთვის, როგორიც ოკრიბაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელი იყო გვქონოდა გრეიდერი. ერთი მექანიზმიც არ ჰყოფნის იმ მოცულობით სამუშაოებს რასაც ჩვენ ვაწყდებით დიდთოვლობისა და ზაფხულში შიდა გზებისა და სოფლის გზების კეთილმოწყობის დროს. ამიტომ, დღიდან მოსვლისა ჩვენ დავსახეთ ამოცანა, რომ ჩვენი ეკონომიის ხარჯზე შეგვეგროვებინა თანხა და მიგვემართა მიზნობრივად. გამოცხადეთ ტენდერი და აღნიშნულის საფუძველზე მოხდა 2015 წლის წარმოების ,,ლუგონის“ მარკის გრეიდერის შეძენა. მომწოდებელია შ.პ.ს. ,,უდტ“- ტექნიკა, ღირებულება კი შეადგენს 266 500 ლარს. ბევრ ქალაქს დღესაც რჩება ოცნებად, რომ ასეთი მექანიზმი ჰქონდეს. ჩვენ დღეს ნამდვილად წელგამართულნი და მომზადებული ვხვდებით დიდთოვლობას, ვინაიდან მსგვავსი სახის ტექნიკა ბოლო 20 წლია არ გააჩნდა ქალაქს“ – განაცხადა ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა რობიზონ გვენეტაძემ.