ორი დღის მანძილზე მინდინარეობდა ქალაქ ბათუმში ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი სანდაში სახელწოდებით “შავი ზღვის თასი”. შეჯიბრების ორგანიზატორები საქართველოს კუნგ ფუს ფედერაცია და ბათუმის კლუბი “კერგიდა” იყვნენ. მასში მონაწილეობას საქართველოს კლუბების გარდა, სომხეთისა და ირანის სპორტსმენებიც იღებდნენ. ტურნირზე 120 მონაწილე 15 წონით კატეგორიაში იქნენ გადანაწილებულნი, სადაც ვაჟებთან ერთად გოგონებიც ასპარეზობდნენ.
ტყიბულის ნაკრები შეჯიბრებაზე სამი კლუბით იყო წარმოდგენილი. ტურნირზე კლუბ “რატის” სპორტსმებთან ერთად (ხელმძღვანელი ოლეგ ფანჩულიძე) კარატეს სკოლა (ხელმძღვანელი ლევან კუბლაშვილი) და საწირის კლუბი “გიორგი” (ხელმაძღვანელი გიორგი ცირეკიძე) იმყოფებოდნენ. საკმაოდ დაძაბული ბრძოლების შედეგად გუნდური პირველი ადგილი ტყიბულის ნაკრებმა არავის დაუთმო, მეორე ადგილზე ხრიდოლის ფედერაცია გავიდა, ხოლო მესამე ადგილი სომხეთის ნაკრებმა დაიკავა.
ტურნირზე ჩემპიონები გახდნენ: გიორგი ჭიჭიკოშვილი, ტარიელ გურგენიძე, ზურა მოდებაძე, გიორგი ჩაფიძე, სანდრო კუპატაძე და ლუკა ლანჩავა.
ტყიბულიდან კლუბების შეჯიბრებაზე გამგზავრება კი ტყიბულის სპორტულმა ცენტრმა უზრუნველყო.
თეონა ჯანელიძე