1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა ხსოვნას ტყიბულში პატივი მიაგეს. 9 აპრილის სახელობის პარკში,ადგილობრივი მოსახლეობა, ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე, გამგეობის თანამშრომლები, ახალგაზრდული თვითმმართველობის წარმომადგენლები მივიდნენ და დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 26 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
1991 წლის 9 აპრილს, მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.