,,საქნახშირი ჯი-აი ჯის’’ ინიციატივით ტყიბულელმა პატარებმა ბავშვთა საერთაშორისო დღე მწვანე აქციით აღნიშნეს. პირველი საშუალო სკოლის მოსწავლეებმა ქალაქში (თბოელექროსადგურის ტერიტორიაზე) მეშახტეებთან ერთად ,,მომავლის ხეივნის“ განაშენიანებაში მიიღეს მონაწილეობა. აქციის ფარგლებში 50-ზე მეტი ძირი მწვანე კიპარისის ნერგი დაირგო.
პატარებმა ბავშვთა საერთაშორისო დღეს მეშახტეებისგან სამახსოვრო მაისურები, ფერადი ბუშტები და ტკბილეული მიიღეს.
,,ბავშვი ყველაზე ძვირფასია და ის სიცოცხლესთან და მომავალთან ასოცირდება, სწორედ, ამიტომ ასე ორიგინალურად და სიმბოლურად ავღნიშნეთ ტყიბულში ბავშვთა საერთაშორისო დღე ჩვენს პატარა მეგობრებთან ერთად. მწვანე ნარგავები, მათი მოვლა, განაშენიანება ეს საერთო საზრუნავია და ყველა ჩვენთგანის მომავალია და დღეს ჩვენს მომავალ თაობასთან ერთად ვზრუნავთ საერთო მომავალზე, ჩვენს ჯამრთელ გარემოზე’’ – განაცხადა ,,საქნახშირი ჯი-აი ჯის’’ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ჩხეიძემ. მისი განცხადებით, კომპანიის მხრიდან წლის განმავლობაში არაერთი მწვანე აქტივობები იგეგმება პატარებთან ერთად.
მომავალ თაობაზე და ეკოლოგიურ გარემოზე ზრუნვა საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. კომპანია აქტიურად აწყობს სხვადასხვა ეკოლოგიურ აქციებს, პატარებისთვის კი ეკო შემეცნებით გაკვეთილებსა და სხვადასხვა თეატრალურ და გასართობ ღონისძიებებს. კომპანია მომავალი თაობის პროფესიულ არჩევანზეც ზრუნავს და საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში წარმატებულ სტუდენტებს სტიპენდიით აჯილდოვებს, წლის განმავლობაში კი მათ სტაჟირებასა და შემდგომ დასაქმებაზე ზრუნავს.