ქუთაისი-ტყიბული-ამბრალაურის 23-ე-30-ე კილომეტრი საავტომობილო გზის, საწირე-ტყიბულის მონაკვეთზე ერთ თვეზე მეტია საამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

გზის ამ მონაკვეთზე რამდენიმე ათეული წელია კაპიტალური შეკეთება არ ჩატარებულა. მწყობრიდან გამოსული გზის საფარი როგორც მძღოლების, ასევე მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევდა.

გზის საამშეენებლო პროექტი ითვალისწინებს აღნიშნულ მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტობეტონიანი გზის დაგებას, არსებული ხელოვნური ნაგებობების (3 ხიდის) აღდგენას სავალი ნაწილით და საფეხმავლო ბილიკით. დაზიანებული დეფექტური ადგილების ამოჭრას და ქვიშახრეშოვანი მასალით გაძლიერებას. ასევე დაზიანებული რკინაბეტონის მილების აღდგენას და ახლი მილების მოწყობას. 1,2 კმ-ზე რკინაბეტონის სანიაღვრე არხების გაკეთებას, გზის შევიწროებული ადგილების აღდგენას გაბიონებით, სპეცპროფილის პარაპეტების, მრუდხაზოვანი თვალმრიდი ძელებისა და თვალამრიდი ბოძკინტების მოწყობას, საგზაო ნიშნების განთავსებას და გზის მონიშვნას (დახაზვას).

2

გზის საამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს „არნაბი 21“ აწარმოებს, რომლის დაფინანსებაც ინფრასტრუქტურის სამსახურის საგზაო დეპარტამენტის მიერ ხორციელდება.

როგორც კომპანიის წარმომადგენელმა გვითხრა, შ.პ.ს“ არნაბი21“-ს თექვსმეტწლიანი სამუშაო გმოცდილება აქვს, რომლის მანძილზე მრავალი წარმატებული პროექტი აქვთ განხორციელებული, როგორიცაა: ტყიბული-ამრალოურის 40-72კმ-იანი, ზესტაფონი- ბაღდათის 10კმ-იანი, საჯავახო-ჩოხატაურის, ილემი-შროშას 8კმ-იანი გზის მონაკვეთები.

ეს მცირედი ჩამონათვალია კომპანიის იმ პროექტებიდან, რომლებიც თავისი საქმიანობის განმავლობაში წარმატებით განუხორციელებია.

მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალთა 30 კაციანი ჯგუფის ტექნიკური მომსახურე პერსონალი და გზის მშენებლები   სამუშაოებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით აწარმოებს.

პროექტი მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება და საწირე-ტყიბულის 7,6 კმ-იანი გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტი მოწესრიგებულ, საფუძველგამაგრებულ ასფალტობეტონის ორფენიანი საფარით დაფარულ გზაზე წლების განმავლობაში შეუფერხებლად იმოძრავებს.

                                                                                                           ლელა ზარნაძე