საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში ტყიბულის მუნიციპალიტეტს საჩუქრად სხვადასხვა სახის სპორტული ინვენტარი გადასცა.

სამინისტროს წარმომადგენლებმა სპორტული ინვენტარი სპორტულ ცენტრში მიიტანეს, საიდანაც მისი გადაანაწილება სპორტის სახეობების მიხედვით მოხდება და ის შესაბამის ორგანიზაციებს გადაეცემათ.

აღნიშნული პროგრამის მიზანია მოახდინოს სპორტის პოპულარიზაცია და ხელშეწყობა, რომლის ფარგლებშიც სამინისტრო მუნიციპალიტეტებს სპორტული ინვენტარით ეხმარება.

 

ელისო ჭანტურიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *