“საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფმა“, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინიციატივის “ივნისი – მწვანე თვე“ მხარდაჭერისა და პარტნიორობის ეგიდით, მორიგი აქცია “დატოვე შენი მწვანე კვალი“ გამართა.

,,საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი“-ის მეშახტეებმა ქვანახშირის გადამამუშავებელი ფაბრიკისა და თბოელექროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე ათეული კიპარისის ჯიშის ნერგები დარგეს, რის შედეგადაც ქალაქში ახალი სარეკრეაციო ზონა გაჩნდა.

გამწვანების აქციაში ,,საქნახშირი“-ს თანამშრომლებმა და მათი ოჯახის ყველაზე უმცროსმა წევრებმაც მიიღეს მონაწილეობა.

,,დატოვე შენი მწვანე კვალი“-ს ფარგლებში ,,საქნახშირი“ შემეცნებითი და სხვადასხვა აქციების გამართვას მთელი წლის განმავლობაში გეგმავს.

 

ელისო ჭანტურიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *