წელიწად ნახევრის შემდეგ ტყიბულში საპატრიარქოს რადიო ,,ივერიის” მაუწყებლობა აღსდგა. რადიოს ,,ივერიის” მაუწყებლობა ტყიბულში 2012 წელს რადიო გადამცემის დაზიანების გამო შეწყდა და მისი შეკეთება ახლახანს კომპანია ,,რედკოს” გენერალური დირექტორის მირიან ქათამაძის ფინანსური მხარდაჭერით მოხერხდა.
ამ დროისათვის ტყიბულის მუნიციპალიტეტში საპატრიარქოს რადიო გამართულად მუშაობს და მისი მოსმენა მოსახლეობას იგივე სიხშირეზე FM 105,4-ზე შეუძლია.
ელისო ჭანტურიძე