ტყიბულის N1 და N6 საჯარო სკოლებში ჩატარდა პირველი შეხვედრა უფროსკლასელებთან ნარჩენების მართვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

არასამთავრობო ორგანიზაციის „სპექტრის“ წარმომადგენელმა ელენე გამყრელიძემ მოსწავლეებთან ისაუბრა ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა: ნარჩენები- გარემოს დაბინძურების წყარო; ნარჩენების მართვის იერარქია; ნარჩენები, როგორც სასარგებლო რესურსი და მათი გადამუშავება. მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდა ნარჩენების დახარისხებულ შეგროვებაზე და ამ საქმეში ახალგაზრდების როლზე. შეხვედრის ბოლოს ნაჩვენები იქნა ორი ვიდეოფილმი პლასტმასისა და ქაღალდის მეორადი გადამუშავების პროცესის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებთან ერთად შეხვედრას პედაგოგებიც ესწრებოდნენ.
შეხვედრები სკოლებში გაიმართა პროექტის „ნარჩენების მართვის ხელშეწყობა ადგილობრივ დონეზე“ ფარგლეში, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებენ იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“, ტყიბულის რაიონის განვითარების ფონდი და ქვემო ქართლის საზოგადოებრივი საინფორმაციო ცენტრი.

2
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ქ. ტყიბულის ტერიტორიაზე დაიდგა სპეციალური კონტეინერები პლასტმასის ნარჩენების შესაგროვებლად, ხოლო N1 და N6 საჯარო სკოლებში, ასევე ტყიბულის გამგეობის შენობაში განთავსდა სპეციალური კონტეინერები მაკულატურისათვის. ამდენად, ამ ეტაპზე ტყიბულში შეიქმნა პირობები ორი სახის ნარჩენების (პლასტმასისა და მაკულატურის) დახარისხებული შეგროვებისათვის.