ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით ტყიბულის 57-ე საარჩევნო ოლქში ორ უბანზე განმეორებითი კენჭისყრა გაიმართება.

ვინაიდან  ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისიამ მე-2 და მე-5  უბნებზე აღმოჩენილი დარღვევების გამო ორივე უბნის შედეგები ბათილად სცნო აღნიშნულ უბნებზე  განმეორებითი კენჭისყრა 29 ივნისს გაიმართება. ამ უბნებზე კენჭისყრა მხოლოდ მაჟორიტარული სისტემით ჩატარდება და მას მე-4 და მე-6 საუბნო საარჩევნი კომისია უხელმძღვანელებს.

 

ელისო ჭანტურიძე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *