თბილისში “მართვეს“ სპორტდარბაზში 12 და 13 მარტს გაიმართა ტრადიციული “ევრაზიის პირველობა კუნგ-ფუ ფაიტში”, სადაც სპორტსმენების უპრეცენდენტო რაოდენობამ, 4 ქვეყნის 190-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.
შეჯიბრში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს სანდას ფედერაციას წევრი ამბროლაურის, ტყიბულის, აბაშის, ხარაგაულის, ზესტაფონის, ძევრის(თერჯოლა), საზანოს(თერჯოლა), ლაგოდეხის, ალისუბნის(თერჯოლა),დედოფლისწყაროს, რუსთავის, თბილისის, წალკის გუნდები. ასევე მეზობელი ქვეყნებიდან- სომხეთის,აზერბაიჯანის და ირანის გუნდები.
ჩემპიონატზე ბრწყინვალედ იასპარეზეს ტყიბულის სპორტულ ცენტრთან არსებული „ ოლეგ ფანჩულიძის კუნგ-ფუს სკოლა“-ს შეგირდებმა.
მათ მოიპოვეს 6 პირველი, 1 მეორე და 2 მესამე ადგილი.
ჩემპიონები გახდნენ : ნიკა ბარბაქაძე;საბა გელაძე; გიორგი ჭიჭიკოშვილი;ლუკა ქაშიბაძე; ლევანი ცნობილაძე; დათო ფოცხვერაშვილი.
პრიზიორები გახდნენ :ლუკა ბარბაქაძე; ლადო ფორჩხიძე; ლუკა ლანჩავა.
ორგანიზატორების ინფორმაციით ყველა ჩემპიონი და პრიზიორი დაჯილდოვდა თასებით, მედლებით და დიპლომებით.
გუნდს ჩემპიონატზე გამგზავრებაში დაეხმარა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრი.
მაღალ დონეზე გამართულ შეჯიბრს ესწრებიდნენ, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის და პარლამენტის სპორტის კომიტეტის წარმომადგენლები.ასევე ჩინური საბრძოლო ასოციაციის ხელმძრვანელი სერგეი ჩოი.
ბრძოლები დაძაბულად და საინტერესოდ გაიმართა,როგორც ვაჟებში ასევე გოგონებს შორის,რომელშიც მონაწილეობდნენ კუნგფუს,კარატეს და ხრიდოლის წარმომადგენლები.
საჩვენებელი გამოსვლა წარმოადგინეს რუსთავის კლუბ “ღვთის მებრძოლის” სპორტსმენებმა და ფედერაციის ინსტრუქტორებმა ძმებმა კორნელი და თორნიკე მაისაშვილებმა.