მიმდინარე წლის 13 აპრილს ტყიბულში საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე იმყოფებოდა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
პარტიის წევრის ინფორმაციით „ დავით ბაქრაძის ტყიბულში ვიზიტის მიზანი ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა იყო. მათთან შეხვედრისას ისაუბრს პრობლემეზე და მათი გადაჭრის გზებზე, ასავე საუბარი შეეხო მოახლოვებულ საპარლამენტო არჩევნებს.
ბაქრაძის ვიზიტისას მოხდა ერთიანი ნაციონოლარი მოძრაობის ტყიბულის ორგანიზაციის თავჯდომარედ დავით ქათამაძის დანიშვნა.
როგორც ქათამაძემ „ოკრიბანიუსთან“ საუბრისას აღნიშნა ის ამ თანამდებობაზე პირველად 2005 წელს დაინიშნა და 2013 წლამდე იკავებდა. შემდეგ აღნიშნულ თანამდებობას პავლე კუბლაშვილი იკავებდა 2015 წლამდე. ხოლო პავლე კუბლაშვილის პარტიიდან წასვლის შემდეგ დღემდე დავით ქათამაძე ორგანიზაციაში თავჯდომარის მოვალეობას ასრულებდა.
დავით ქათამაძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიის წევრია 2003 წლიდან,ასევე იყო ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარე 2006-2012 წლებში, დღეს ის ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია ნაციონალური მოძრაობიდან.