ძლიერი წვიმა მოვიდა გვიან ღამით ტყიბულში.უხვმა ნალექმა, ქალაქის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე, 60 მეტრის სიგრძეზე ალვის ხეები მოთხარა და მდინარე ტყიბულას კალაპოტის საყრდენი კედელი წაიღო.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, სტიქიის ადგილზე დაუყოვნებლივ იქნა მობილიზებული მუნიციპალიტეტის სამსახურები, შესაბამისი ტექნიკით და შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები.მათმა სტიქიის შედეგად, ხეებისგან ჩახერგილი მდინარის კალაპოტის გაწმენდა დილიდან დაიწყო.
მუნიციპალიტეტის გამგეობის სტიქიის შემსწავლელი კომისიის მიერ, ამჟამად დგინდება სტიქიის შედეგად მიყენებული სავარაუდო ზარალი, რომელიც შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის სტრუქტურებს გადაეგზავნება.
სტიქიის ადგილზე ამ დრომდე იმყოფებიან ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.